„ეს კეთილშობილი ქალი გარდაიცვალა კლინიკა რუსთავში და სანამ ოჯახის წევრები ჩავიდნენ წამოსაყვანად, ის სხვას გაატანეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას, კინოთეატრი „კავეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაიკო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ის ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რუსთავის სამედიცინო ცენტრში არსებული მძიმე ვითარება შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„ეს კეთილშობილი ქალი გარდაიცვალა კლინიკა რუსთავში და სანამ ოჯახის წევრები ჩავიდნენ წამოსაყვანად, ის სხვას გაატანეს და ამ ქალბატონის ოჯახის წევრებს სხვა გარდაცვლილი გამოატანეს.
კლინიკა რუსთავის ირგვლივ დიდი ხანია ისმის საშინელი ისტორიები, პაციენტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ და ახლა უკვე გარდაცვლილებზეც გადავიდნენ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა თქვენ არაფერი გაგიგიათ ამ კლინიკაში არსებული განუკითხავობის და ამ კლინიკის გარეწრობის შესახებ ?
რომელიმე გამწარებული ოჯახის პრობლემა შეისწავლეთ ოდესმე დეტალურად? ვინ აძლევს და რის საფუძველზე ინარჩუნებენ ლიცენზიებს ეს კაციჭამია გარეწრები? ვისი ინტერესია, რომ ხელი ქვედა რგოლს შეაწმინდოს“ – წერს მაიკო სიხარულიძე