2022 წელს აჭარაში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა არაერთი მასშტაბური პროექტი, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.
▪️2022 წელს დასრულდება ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი ე.წ ოცნების ქალაქის პირველი ეტაპი, სადაც 582 ოჯახი მიიღებს ბინას. უკვე მიმდინარეობს მეორე ეტაპისთვის საჭირო პროცედურები
▪️დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში და რამდენიმე დღეში 20 ოჯახი უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
▪️ ექსპლუატაციაში შევა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი ქობულეთში, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები
▪️აჭარაში სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის განვითარებისთვის 22 მლნ ევრო დაიხარჯება და წელს კურორტ გოდერძიზე დასრულდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.
▪️ბათუმს შეემატება ახალი სპორტული კომპლექსი
▪️დასრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზა და შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია
▪️განხორციელდება სარაგბო ბაზების, სპორტული დარბაზების და კომპლექსების მშენებლობა ქობულეთში, ბათუში, ღორჯომში, ჩაქვში, ხუცუბანსა და ფურტიოში.
✅ ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისის განვითარება 2022 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები:
▪️ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
▪️იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა და გრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია.
▪️ბოლო 2 წლის განმავლობაში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეემატა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სასტუმროები, კოტეჯები, კვების ობიექტები.
▪️სრულდება მაჭახლის ეთნოსოფლის მშენებლობა
▪️დასრულდება კავიანის ველობილიკის მოწყობა
✅ აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე სეზონზე მუშაობდა 30-მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო.