ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა “კარფურის” მიმდებარე ტერიტორიიდან რესპუბლიკურ საავადმყოფომდე ისევ ცალმხრივად გადაკეტილია. სავარაუდოდ, შეზღუდვა მინიმუმ 10 დღე გაგრძელდება. “აჭარაNews”-ის ინფორმაციით, მიზეზი საკანალიზაციო სისტემაში არსებული პრობლემაა.
აღნიშნულ მონაკვეთზე აბუსერიძის ქუჩის გადაკეტვის გამო, ტრანსპორტი ლორია-პუშკინის ქუჩებით გადაადგილდება, ხოლო ჭავჭავაძის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი აბუსერიძის ქუჩაზე საპირისპირო ზოლში მოძრაობს.