ბათუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას „TV25“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა გუშინ, გამთენიისას მოხდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.