ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, ხოლო მისი მოადგილის თანამდებობას აკაკი მინაშვილი დაიკავებს.
გადაწყვეტილება პარტიაში ცოტა ხნის წინ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პარტიას ისევ ნიკა მელია უხელმძღვანელებს. აღმასრულებელი მდივნის პოსტზე პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.
რაც შეეხება თბილისის ორგანიზაციას, მისი თავმჯდომარის თანამდებობას ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად ნიკა მელია დაიკავებს.