უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:
- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის Pჩღ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
- რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.