პატრულის ორი თანამშრომელი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქობულეთში. ავარია სოფელ ციხისძირთან მოხდა.
“აჭარაNews”-ის ინფორმაციით ერთმანეთს მიკროავტობუსი და საპატრულო ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს.