ქედა, შუახევსა და ხულოში საჯარო სკოლები ხვალიდან, სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადადიან. გადაწყვეტილება მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობას უკავშირდება.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში ორშაბათიდან განახლდება.
ცნობისთვის, სამინე მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაუღებლად თოვლს, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია. მოსახლეობის დიდ ნაწილს არც ელექტროენერგია მიეწოდება.