ხანძარია ქობულეთში. “აჭარაNews”-ის ინფორმაციით, ცეცხლი აღმაშენებელის გამზირზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველი სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.
ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.