ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადასვენებული.