სამი ადამიანი დაჭრეს ქობულეთში. შემთხვევა სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე მოხდა.
“აჭარაNews”-ის ინფორმაციით, სამივე დაშავებული ჩაქვის მკვიდრია.
დაშავებულები ქობულეთის ევექსის კლინიკაში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
“აჭარაNews”-ის დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.