ერთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთში. ავარია “ჭადრების ხეივანთან” მოხდა. ფოლცვაგენის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ჭადრის ხეს შეეჯახა. დაშავებული სენაკის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით პაციენტს გამოკვლევები უტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ 276-მუხლით მიმდინარეობს.