ტრაგედიის ადგილზე არიან “თბილისი ენერჯის” წარმომადგენლები. კომპანიაში ფორმულას უთხრეს, რომ ბინაში არაერთი დარღვევა ფიქსირდებოდა.
“გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდა. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს დანადგარებით, რაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში. ჰქონდათ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი”, – განაცხადა თბილისი ენერჯის წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ.