49 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით თორდია ავრცელებს.
“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, 1 საათის წინ ირმა ინაშვილის ერთადერთი ძმა, კოტე ინაშვილი, ავარიაში დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს დანაკარგს, ძალიან მეწყინა კოტეს ამბავი”- წერს დავით თორდია.