“ევროპული საქართველოს” წევრებმა და აქტივისტებმა ბათუმში სუს-ის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ყურის ფორმის ბანერი “ქართული ოცნების” ლოგოთი მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სუს-ი ყველას უსმენს.
“საქართველოს მართავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების სამსახურის ხელით. ყური აქვთ მიდებული ყველა ოჯახზე. ამ მოსმენებით და დაშინებით კი ძალაუფლებას ინარჩუნებენ. ”ევროპული საქართველო” ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ბინძური ბერკეტი სუს-ს გამოაცალოს,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.