ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, აღნიშნული სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
შემთხვევა თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.