კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი. ვირუსის გართულების შედეგად კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. მაკა კირვალიძეს ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა. ეს გურჯაანში ორსულის მესამე გარდაცვალების შემთხვევაა. გარდაცვლილი ქალები ვაქცინირებულები არ იყვნენ.