ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე მივიდა. ამ უკანასკნელის მეუღლეს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურა.
ოპოზიცია რაულ თავართქილაძის შენობიდან გაყვანას ითხოვდა, რასაც სიტყვიერი შაპირისპირება მოჰყვა.
როგორ რაულ თავართქილაძე აცხადებს, მას მეუღლესთან კონტაქტი კორონავირუსის დადასტურებამდე ჰქონდა, შემდეგ კი იზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს გაკეთებული ტესტის პასუხი კი უარყოფითია.
“ჩატარებული ტესტის თანახმად ვარ კოვიდუარყოფითი. კოვიდ ინფიცირებულია ჩემი მეუღლე, რომელიც რამდენიმე დღეა იმყოფება კოვიდსასტუმროში.
ქალაქში არ ყოფნის გამო მეუღლე 12 დღეა რაც არ მინახია. ეს არის ამ მედიასაშუალების მორიგი ტყუილი, რისი დადასტურებაც ძალიან ადვილია, ჩემი მეუღლის სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით. რამდენად აქვს უფლება მედიასაშუალებას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკოს და თანაც სიცრუე?!”- აცხადებს რაულ თავართქილაძე.
აჭარის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთში საკრებულოს სხდომა დაიწყება.
როგორც შენობაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია იგეგმება, იმყოფებიან ოპოზიციის მხარდამჭერებიც.