დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დოკუმენტს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნრნ. დილიდან.ხმაური და დაპირისპირება იყო სხდომაზე.
მირდატ ქამადაძემ დარბაზში სპეციალური სითხე გაუშვა, რომელსაც ფეკალიების სუნი ჰქონდა.
სხდომა დროებით შეწყდა. ოპოზიციონერ წევრებს შენობა პოლიციამ დაატოვებინა.
მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა სხდომა. ახალი მოწვევის საკრებულოს
სხდომის პარალელურად უმაღლესი საბჭოს შენობასთან.აქცია მიმდინარეობს. რამდენჯერმე მოხდა შაპურისპურება პილიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. არსებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის ოთხი მონაწილე.