ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნეს 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ განკარგულებაში.
განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა.