ორშაბათი, მაისი 16, 2022 20:18
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი ბიზნესი

მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის გამო ბიზნესს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
ნოემბერი 22, 2021
ბიზნესი
0

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს. კოვიდპასპორტების სისტემა 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ფერაძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

“შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ლი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას”, – თქვა ფერაძემ.

1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, რაც ხელმისაწვდომი იქნება კოვიდზე ვაქცინირებული, ტესტირებული და ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის. უფრო კონკრეტულად:

პირს მწვანე პასპორტი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ; ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის Pჩღ ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი; ან წარსულში გადატანილი აქვს კორონავირუსი. 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას, ესენია:

  • კვების ობიექტები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
  • სამორინეები;
  • სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების – საბაგირო გზები;
  • ბარების ღია და დახურული სივრცეები.
  • პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მწვანე პასპორტს მოსთხოვენ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს და არა იქ მომუშავე ადამიანებს.
გაზიარებაTweetგაზიარება

მსგავსი სიახლეები

აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს – ირაკლი ბაიდაშვილი
ბიზნესი

აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს – ირაკლი ბაიდაშვილი

მაისი 12, 2022
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 20, 2021
🎙 ცნობილია როდის გაიხსნება კლუბები
ბიზნესი

ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის – შრომის ინსპექცია

დეკემბერი 17, 2021
შემდეგი პოსტი
ონლაინ კაზინოების გადასახადი გაიზრდება, II ეტაპზე საერთოდ აიკრძალება – პრემიერი

ონლაინ კაზინოების გადასახადი გაიზრდება, II ეტაპზე საერთოდ აიკრძალება - პრემიერი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • შემზარავი შემთხვევა – 30 წლის ორსული გარდაიცვალა
  • ჟურნალისტების სოლიდარობა “მთავარ არხსა” და ნიკა გვარამიას
  • სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა
  • ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული – World Travel Awards-ის დაჯილდოება გაიმართება
  • ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო

© 2021 ყველა უფლება დაცულია