• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
ხუთშაბათი, სექტემბერი 21, 2023 21:57
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი ეკონომიკა

წინასაარჩევნოდ ტელემაუწყებლებმა 22.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
ნოემბერი 19, 2021
ეკონომიკა
0

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2021 წლის საქართველოს მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ ტელე და რადიომაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 39 000 წუთზე მეტი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად რომ მიეღოთ, მათი შემოსავალი დაახლოებით 23.2 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. აქედან ტელემაუწყებლებში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 35 000 წუთზე მეტი დაეთმო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 22.5 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ტელე და რადიომაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 3.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნულ სატელევიზიო მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დათმობილი დრო 12 ტელეარხზე გადანაწილდა. უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით მოხდა, რომელიც თავად მაუწყებლებს ჰქონდათ დადგენილი შესაბამის სამაუწყებლო გადაცემებში.

უფასო პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებს თანხა რომ მიეღოთ ყველაზე დიდ წილს, 14.2% – 3.2 მილიონი ლარის ოდენობით „მთავარი არხი“ და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მიიღებდნენ. „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალი კი  სრული თანხის 13.6% – 3.1 მილიონი ლარით გაიზრდებოდა.  „რუსთავი 2“ („მედია ჰოლდინგის“)  სრული თანხის 11.2%-ით – 2.5 მილიონ ლარს მიიღებდა. „პოს ტვ“-ის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ შემოსავალი თითქმის ერთნაირად სრული თანხის 7.6%-ით – 1.7 მილიონი ლარით გაიზრდებოდა, ხოლო „ფორმულას“  შემოსავალი სრული თანხის დაახლოებით 7.1 %-ით – 1.6 მილიონი ლარით. „სტუდია მაესტროს“ შემოსავალი – 7.0 %-ით – დაახლოებით 1.6 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა. „ტელეკომპანია იმედს“ მთლიანი თანხის დაახლოებით 6,6%-ით – 1.5 მილიონი ლარით გაეზრდებოდა შემოსავალი. „ევრონიუს ჯორჯიას“ კი,  თანხის 6%-ით – 1.4 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ექნებოდა. „პალიტრა ნიუსის“ შემოსავალი 4%-ით – 0.8 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. სავარაუდო შემოსავლიდან, ყველაზე დაბალი წილი 1% „ობიექტივს“ 266 ათასი ლარის ოდენობით დაემატებოდა.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართულმა ოცნებამ“, „ლელო საქართველოსთვის“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩმა“ და „ტრიბუნამ“ 8 ეროვნულ სატელევიზიო არხზე განათავსა.

აღნიშნული სატელევიზიო არხებიდან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი  „რუსთავი 2“ -მა („მედია ჰოლდინგმა“ )  769 461 ლარის ოდენობით მიიღო. მისი ძირითადი დამკვეთი „ქართული ოცნება“ (87,2 %) იყო. „ტელეიმედის“ შემოსავალმა 640 132 ლარი შეადგინა, არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ განათავსა. „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალმა 606 773 ლარი შეადგინა, მთლიანი თანხის 90% მაუწყებელზე პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“ მიიტანა. „მთავარმა არხმა“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის 467 364 ლარი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (61.3%) „ლელო საქართველოსთვისაა“. „GDS“-ის შემოსავალი 276 648 ლარია და „ტელეიმედის“ მსგავსად, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა. „პოს ტვ“-ის შემოსავალმა 245 333 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი შემსყიდველი (88%) „ქართული ოცნება“ იყო. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაშუქებით 194 477 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (63%) „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „პალიტრა ნიუსზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „გირჩმა“ 14 492 ლარის ოდენობით განათავსა.

რაც შეეხება რეგიონულ  მაუწყებლებს, ჯამში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა 44 661 ლარი მიიღო.

გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

დააჯარიმეს ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც მაღალი ფასი შეთანხმებულად ჰქონდათ დაწესებული
ეკონომიკა

დააჯარიმეს ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც მაღალი ფასი შეთანხმებულად ჰქონდათ დაწესებული

აგვისტო 18, 2023
ყველაფერი ტურისტული საინფორმაციო ცენტრების შესახებ
ეკონომიკა

2023 წლის II კვარტალში რუსეთიდან 321 ათასამდე ვიზიტორი შემოვიდა

აგვისტო 14, 2023
თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ეკონომიკა

თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

აგვისტო 9, 2023
შემდეგი პოსტი
აჭარაში, დისტანციურ სწავლებაზე 6 სკოლა და 100 კლასი გადავიდა

აჭარაში, დისტანციურ სწავლებაზე 6 სკოლა და 100 კლასი გადავიდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს
  • ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველეოში დიდი რაოდენობით ბრილიანტის შემოტანას ცდილობდა
  • სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს
  • წვიმის შედეგად ქობულეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In