დღეს, დილით ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ბათუმში, თაყაიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ცეცხლის სხვა სახლებზე გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლოკალიზება მალევე შეძლეს.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.