მახინჯაურში მცხოვრებლები ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ამ მოთხოვნებით მათ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დასახლებაში მცხოვრებლები “აჭარაNews” უყვებიან, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდა.
მშენებლობის შედეგად დაზარალებული ოჯახები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასა და კომპენსაციას ითხოვენ.
მათივე ინფორმაციით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა დღემდე არავინ დაინტერესებულა მათი პრობლემით.
ადგილობრივთა მოთხოვნებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ უპასუხეს.