ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 30 წლის იამზე თურაძე კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
გარდაცვლილს მეუღლე წლების წინ დაეღუპა. ის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ე.წ. “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა.
“მარტო ზრდიდა ორ შვილს, ქმარი წლების წინ ავტოავარიით დაეღუპა. ახალგაზრდა, სიკეთით სავსე, არაჩვეულებრივი ქალი იყო. თვითონ კლინიკაში იმყოფებოდა. ვიცოდით, გაურთულდა მდგომარეობა. დღეს დილით გარდაიცვალა. ბავშვები კოვიდსასტუმროში არიან. როგორ ელოდებოდა ახალ ბინას, რომ შვილებთან ერთად ნორმალურ პირობებში ეცხოვრა. არ დასცალდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა”- აცხადებს ოჯახის ახლობელი“აჭარაNews”– თან საუბრისას.