გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება.
დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.