“არა გაყალბებულ არჩევნებს, თავისუფლება მიშას”- ამ სლოგანით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.
აქციის ორგანიზატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. აქციაზე იმყოფება ენმ-ის ლიდერი ნიკა მელიაც.
“ოპოზიცია ქუჩაში იქნება, სანამ არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ააყვავა საქართველო. არ დავისვენებთ და არც დავასვენებთ ხელისუფლებას. ვიქნებით ქუჩაში და უნდა გამოვიდეს რაც შეიძლება ბევრი ხალხი. უნდა გაუქმდეს არჩევნების შედეგები, რადგან ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა”- აცხადებენ აქციაზე მყოფი მოქალაქეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, ოპოზიციის საპროტესტო აქციები დღეს ბათუმიდან დაიწყო და რამდენიმე დიდ ქალაქში გაგრძელდება. 6 ნოემბერს კი პარლამენტთან გაიმართება.