ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა არჩევნების მეორე ტური შეაფასა. მისი თქმით, კამპანია კონკურენტული იყო და კანდიდატებს მისი თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა ჰქონდათ.
“კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილი დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც აშკარად უზღუდავდა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას”, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.