”არა ,,ნაცებს” არა ბოროტებას. ,,ნაცმოძრაობა” ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში” – ირაკლი თავდგირიძე პარტია “საქართველოსთვის” ტოვებს და ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
ირაკლი თავდგირიძე ამბობს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და ასევე ”ლელოსთან” რაიმე სახის თანამშრომლობა გამორიცხულია.
”ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ,,ნაცმოძრაობასთან” (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ” – დაწერა ირაკლი თავდგირიძემ.