ბოლო 24 საათში პირველი დოზით მხოლოდ 670 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.1%-ია, ხოლო სრულად – 923 970 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას “არ დაუშვებს”.