საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 788-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 942 პირს დაუდასტურდა, 4 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 436 შემთხვევა გამოვლინდა, 4 483 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.