ბათუმში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც “სოკარ ჯორჯიაში” აცხადებენ, გაზსადენზე ავარიული დაზიანების გამო დაახლოებით 10 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
“ავარიული დაზიანებაა. დახლოებით ერთი საათის წინ წნევის ვარდნა შეიმჩნეოდა. რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან შეტყობინებები ჯერ კიდევ შემოდის, ზუსტდება რაოდენობა, დაახლოებით 10 ათასს. ამ ეტაპზე ავარიის გამომწვევ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, დილისთვის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება”- განაცხადა ვახტანგ ბერიშვილმა, “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” დირექტორმა.