ცოტა ხნის წინ ბათუმში გასროლის ხმა ისმოდა. დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. შემთხვევა ურეხის დასახლებაში მოხდა.
წყარო “აჭარაNews”-ს უყვება, რომ დაპირისპირება მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებს შორის მოხდა. ადგილზე სისხლის კვალი ამ დრომდე რჩება.
“აჭარაNews” მომხდარის დამატებით დეტალებს არკვევს.