ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევა წალენჯიხაში მოხდა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.