ცოტა ხნის წინ მანქანა ქვეითად მოძრავ ხანდაზმულს ქალს დაეჯახა. შეთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანება თავის არეში. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევებით გამოვლენილია ტვინის შერყევა. პაციენტი რჩება კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”- განაცხადა თამარ მხატვარმა.