საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.