ბათუმის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში აღსაზრდელმა ფიზიკური დაზიანება მიიღო და მას ქირურგიული ჩარევა დაჭირდა.
ამის შესახებ ინფორმაციასა და ბავშვის ფოტოებს სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს. ის ბაღის თანამშრომლებს გულგრილობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებს.
როგორც მშობელი აცხადებს, მიმართა შესაბამის სამსახურებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც განათლების სამინისტროსა და არც ბაღების გაერთიანების კომპეტენციაში არ შედის კერძო საბავშვო ბაღების მონიტორინგი.
“კერძო ბაღი არის დაწესებულება ” შპს” -ს სტატუსით. კანონიც და მორალიც დირექტორზეა დამოკიდებული. საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს კერძო ბაღების მკაცრი კონტროლი და შექმნას შესაბამისი მაკონტროლებელი უწყება! ჩემი მყარი აზრია, რომ დაირღვა ჩემი შვილის უმთავრესი უფლება – სიცოცხლის უფლება,”- უთხრა“აჭარაNews”-ს მშობელმა.