ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ვარსკვლავი გაუხსნეს. აგრეთვე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს დაემატა ახალი რეგალია — 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონობის აღმნიშვნელი ნიშანი.