ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გორი-თბილისის ავტობანზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი კაცს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
“ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადმოაგდო დაჯახებამ, როგორც მივხვდით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, გადავედით და მოძრაობა გავაჩერეთ, ვიდრე პატრული და სასწრაფო მოვიდოდა, კაცი უგონო მდგომარეობაში იყო”, – ამბობს თვითმხილველი.