“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” დამთავრების რეფერენდუმი
“რეფერენდუმი თუ უნდათ, მიიღებენ და ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” დამთავრების რეფერენდუმი. ამას არ ვამბობ მე ჩვენი ოპონენტების მიმართ სიძულვილით, ამას ვამბობ ჩემი ქვეყნის მიმართ სიყვარულით. ამ ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და სტაბილურობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.