აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა.
ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტრო სადგური. ნაგავსაყრელის სრული დატვირვით ამუშავების შემდეგ, ობიექტიდან 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება იგეგმება. ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტი, პირველია ამიერკავკასიაში, სადაც თბოელექტროსადგური დამონტაჟდა. ასევე ტერიტორიაზე იგეგმება მუნიციპალური ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მოწყობა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას.