“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ამომრჩევლებზე ზეწოლაში, შანტაჟსა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ფოტო და ვიდეომასალა წარმოადგინეს, რომელზეც, მათი მტკიცებით, საჯარო მოხელეები და პოლიციელები არიან დაფიქსირებული.
მათივე განცხადებით, აღნიშნული პირები კარდაკარის პრინციპით აგროვებენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სუს-ში იგზავნება და ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდება. გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიდეომასალა “ქართული ოცნების” შტაბიდან მიაწოდეს.