აჭარაში მესამე დღეა უამინდობა გრძელდება. მაღალმთიანეთში დილიდან თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. მეწყრული პროცესები ისევ განვითარდა ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა დილიდანვე დამეწყრილი გზების გაწმენდის პროცესშია ჩართული.