სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევონო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.
ინფიცირებული ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს უსაფრთოების სრული გარანტიით მოემსახურებიან. საარჩევნო ადმინისტრაციამ მიმართა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს 27 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 22 საათამდე დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.