უბედური შემთხვევა ბათუმში დღეს დილით მოხდა. “აჭარაNews”-ის ინფორმაციით 3 წლის ბავშვს რკინის კარი დაეცა და გარდაიცვალა.
“ახალ ბინაში გადადიოდნენ, რკინის კარები ჩამოხსნეს და კედელზე მიაყუდეს, ამ დროს გადმოყირავდა კარი და დაეცა ბავშვს,”-ამბობს ოჯახის ახლობელი.