სავაქცინე მაცივრები გათვალისწინებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც კოვიდვაქცინაცია მიმდინარეობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მაცივრების განაწილების პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო.
,,სავაქცინე მაცივრები გადანაწილდა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით. კონკრეტულად იმ დაწესებულებებზე, სადაც ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა იყო მოძველებული და საჭიროებდა განახლებას. ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში არიან ჩართლნი 11 მაცივარი გადაეცათ, რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 8 მაცივარი არის სოფლის ამბულატორიებისათვის, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მანამდე, ცივი ჯაჭვის სისტემის გასაახლებლად საგანგებო სიტუაციებზე დაკვირვების ცენტრის მიერ, სავაქცინე მაცივრები გადაცემული იქნა სოფლის ამბულატორიებზე. ზოგადად, მუნიციპალიტეტებში უკვე სოფლის ამბულატორიების დონეზე ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელობა ქონდა ცივი ჯაჭვის განახლებას. აღნიშნული სისტემის მოწესრიება არის მთავარი ამოცანა, იმისათვის რომ ვაქცინის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი” – განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.