“ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ ძალადობრივი ნაკოპოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი აცხადებს, რომ აჭარაში ათობით ადამიანია დაკავებული და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ არჩევნებზე ხმებს ითხოვენ.
ირაკლი კუპრაძე მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს საკუთხი და აღკვეთოს ძალადობრივი პოლიტიკა.
“ქართული ოცნება” ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამოყენებით არღვევს კანონს და თითქმის ყველა რეგიონში, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე თუ ლოკალურ სივრცეებში ხდება ახალგაზრდების დაკავება ნარკოდანაშაულის გამო. შემდეგ მათი გათავისუფლების, პირობითი გარიგების, სანაცვლოდ სთხოვენ დაკავებულის ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რომ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ”ქართულ ოცნებაზე” უნდა იმუშაონ და მიიღონ მინიმუმ 500-600 ხმა,”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.