ცოტა ხნის წინ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა დაშავდა. შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე “ალიანს გრუპის” ობიექტზე მოხდა. “აჭარაNews”-ის ინფორმაციით, დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს ამ წუთებში ოპერაციისთვის ამზადებენ.