• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
პარასკევი, სექტემბერი 22, 2023 05:03
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი კრიმინალი

ჩინელმა ტურისტმა გამოფხიზლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ კაფე-ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი გადარიცხა

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
სექტემბერი 22, 2021
კრიმინალი, სამართალი
0

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს – თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მოჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ „სკარპაში“, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად – 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი.

კომპლექსურმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ „როიალშიც“. კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ „როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით, ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის – 1450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს.

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თეგები: თაღლითბაპოლიციატურისტიჩინელიძარცვა
გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
კრიმინალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს

სექტემბერი 21, 2023
კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
კრიმინალი

ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ

სექტემბერი 21, 2023
ფეისბუქში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალი

უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველეოში დიდი რაოდენობით ბრილიანტის შემოტანას ცდილობდა

სექტემბერი 12, 2023
შემდეგი პოსტი
დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს

დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს
  • ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველეოში დიდი რაოდენობით ბრილიანტის შემოტანას ცდილობდა
  • სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს
  • წვიმის შედეგად ქობულეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In