“დაშავებული ჩვენი რძალია, ფეხზე უკეთდება ოპერაცია. ბავშვი უნდა აეყვანა და მას გადაეფარა და კედლის ნაწილი მოხვდა ფეხზე”, – ამბობს ოჯახის წევრი.
სტიქიის შედეგად დატბორილია ბათუმიც. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში. პარალიზებულია ქუჩები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს.